LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარ ვერსიას ოპოზიცია აღარ დაარეგისტრირებს

64
ukr-61ed959a8b486

ოპოზიცია მმართველ გუნდს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უწუნებს, თუმცა ამავე დოკუმენტის საკუთარ ვერსიას ოპოზიცია აღარ დაარეგისტრირებს.

ხელისუფლების ოპონენტები აუცილებელად მიიჩნევენ, დოკუმენტში მკაფიოდ იყოს აღნიშნული, რომ აგრესიას მეგობარი ქვეყნის მიმართ რუსეთი ახორციელებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, საკომიტეტო მოსმენების დროს ეცდებიან “ქართულ ოცნებას” დოკუმენტის ტექსტში, შესწორებები შეატანინონ და მისაღები გახადონ.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში მკვეთრადაა გამოხატული საქართველოს წინააღმდეგობა რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის მიმართ.

მათი განმარტებით, დოკუმენტი სრულად ასახავს უკრაინის მხარდაჭერას, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რეზოლუციის დაწუნებას კი ვიწრო პარტიული ინტერესებით ხსნიან.