LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ელჩი თურქეთს „კატიუშას“ გამო ტურისტების გარეშე დატოვებით დაემუქრა

94
7e87e853093e41db947a5a47f917efc5

თურქეთში უკრაინის ელჩმა ანდრეი სიბიგამ საკუროტო ქალაქ ალანიაში, მოგზაურებისთვის გამართულ მოძრავ კონცერტზე სიმღერა „კატიუშას“ შესრულება, უკრაინელების უპატივცემულობად შეაფასა.

აქციას ელჩმა პროვოკაცია უწოდა.

„ნუთუ უკრაინელი ტურისტი საჭირო აღარაა უმშვენიერეს ალანიაში“, – დაწერა ელჩმა ტვიტერზე.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა, რომ რუსეთს გამარჯვების დღის აღნიშვნის უფლება არ აქვს.

ფაშიზმზე გაარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი მოძრავი კონცერტი ალანიაში 9 მაისს გაიმართა. ქალაქის ქუჩებში ხუთი საათის განმავლობაში გადაადგილდებოდა ავტობუსი, სადაც სცენა იყო მოწყობილი. სცენაზე მოხალისე მსახიობები საომარ სიმღერებს ასრულებდნენ. აქციის მონაწილეებს ესალმებოდნენ თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც მოძრავი კონცერტის გამო დიდი ინტერესი გამოხატეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები