LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი: დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის წინაპირობად გამოიყენოს, როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა

226
რუსები უკრაინის საზღვრებთან

„დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის დაწყების წინაპირობად გამოიყენოს, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა“, – ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიკოლა სუნჰუროვსკიმ განაცხადა.

კიევის „რაზუმკოვის ცენტრის“ ექსპერტის თქმით, მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს რუსული პასპორტები დაურიგა.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის სეპარატისტულ რაიონებში მოსკოვმა რუსეთის პასპორტი 720 000-ზე მეტ ადამიანს მისცა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, დონეცკის და ლუგანსკის მცხოვრებლებს რუსული პასპორტების აღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.

ამავე თემაზე:

ვიდეო: დონბასში ბოევიკებმა ცეცხლი კვლავ გახსნეს, ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა – უკრაინული მედია

ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას: ჯოზეფ ბორელი

ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა: ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები