LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინასთან ომზე ფიქრიც კი მიუღებელია: რუსეთის საგარეო უწყება

165
ომი უკრაინაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსეი ზაიცევის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინასთან ომის დაწყებაზე ფიქრიც კი მიუღებელია.

ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა არ აპირებს ვინმეს თავს დაესხას. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს ხალხებს შორის ომზე ფიქრიც კი მიუღებელია“, – განაცხადა ზაიცევმა გამართულ ბრიფინგზე.

ზაიცევის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას ხელს ნატოს წევრი სახელმწიფოები უწყობენ.რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში საკუთარი სამხედრო ძალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გადაისროლა ბელარუსსა და რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები