LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაშიც აშენებდნენ ჰესს, გავაკეთე ორგანიზება, ჩავედით და გავაჩერებინეთ მშენებლობა – სააკაშვილი

101
საკაააა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში დღეს გამართულ მასშტაბიან აქციას სოლიდარობა გამოუცხადა და აქციის მონაწილეების მხარდამჭერს ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება და ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია.

აქ, უკრაინაში, ზუსტად „ნამახვანის” ხელა ჰესს აშენებდნენ დნესტრის ხეობაში, ეს არის ძალიან ლამაზი კანიონი, უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის… მე გავაკეთე იქ ორგანიზება ადგილობრივი აქტივისტების, მაშინ ჩემი პარტიიდან, როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ჩავედით და გავაჩერებინეთ ამ უზარმაზარი ჰესის მშენებლობა და დღეს ყველა მაცხოვრებელი იქ მადლობელია…

იმიტომ, რომ ვითარდება ტურიზმი, აშენდა სასტუმროები, ხალხს გაუჩნდა შემოსავალი და აღარ არიან წასასვლელი მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ. ზუსტად ასევე, ულამაზესია ჩვენი ბუნება. არ შეიძლება მისი ხელის ხლება. ეს არის იმხელა საგანძური, რომ უბრალოდ უნდა გესმოდეთ.. არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია თუ უამრავი სხვა რაღაც…

„ხელები შორს ქართული ბუნებისგან” – მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის აქციას ეხმაურება

საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება იმისთვის, რომ ხალხისგან არ დაიცალოს. და აქ, რაც შეეხება „ნამახვანს”, აქ თურქებთან, რა თქმა უნდა, ჩადებულია ვიცით, რომელი კაცის ინტერესიც. არცერთი ჰესი არ შენდება საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე. მოდით, ამაზე ნუ ვიკამათებთ. და ამიტომაა, რომ ამდენი ხანი წაუყრუეს ხალხის მოთხოვნას. ახლა მოუხდებათ დაკმაყოფილება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ საკითხში და ყველა სხვა საკითხში. ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება..”- აცხადებს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.

 

 

შეგახსენებთ,დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია “ენკა” არ გავა ტერიტორიიდან, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას.

ამავე თემაზე:

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თუ “ენკა” არ გავა ნამოხვანიდან, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას, დავაყენებთ მანქანებს, მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში – ნამოხვანელი აქტივისტი

“კომპანიას შეუძლია სრულად გაიტანოს ექსპორტზე ელექტროენერგია, საფასური კი ყოველ წელს 3%-ით გააძვიროს…ნამახვანჰესის მშენებლობა უკანონოა” – უჩა ნანუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები