LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში გამცდენი დეპუტატები ხელფასს ვერ აიღებენ

196
d979449913745e9eab5f5489a92ca

ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც პრეზიდენტად არჩევამდე უკრაინული საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის იქცა იმედისა და ოპტიმიზმის სიმბოლოდ, რეფორმების გატარებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, გამცდენი დეპუტატები ხელფასს ვერ მიიღებენ.

,,ისინი ხელისუფლებაში ჩანერგილები არიან, არჩევნები კი ოლიგარქებმა მოიგეს'' - რა მოხდა უკრაინაში

რუსეთთან კონფლიქტი და დონბასი - როგორ გადაწყვეტს ამ საკითხებს ზელენსკი.

კერძოდ, ახალი კანონის თანახმად, თუ დეპუტატი კალენდარული თვის განმავლობაში პლენარულ სესიებზე 30 პროცენტზე მეტ კენჭისყრაში ან კომიტეტების 50 პროცენტზე მეტ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, მას შესაბამის კალენდარულ თვეში სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები არ უნაზღაურდება.

ზელენსკი: ჩემს ფოტოებს ნუ დაკიდებთ ოფისების კედლებზე, პრეზიდენტი არ არის კერპი

ინაუგურაციის წინ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სამ პრიორიტეტულ მიმართულებად კორუფციასთან ბრძოლა დაასახელა, სასამართლო სისტემის რეფორმა და ძალოვანი სტრუქტურების გამოსწორება დაასახელა

ცნობისთვის, მმართველობის პირველი ასი დღის განმავლობაში  ზელენსკიმ დაიწყო კორუმპირებული ელიტისგან ქვეყნის წმენდა: დაითხოვა პარლამენტი და თანამდებობიდა გაათავისუფლა ყველა გუბერნატორი, გამოაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უმრავლესობით შევიდა უკრაინის უმაღლეს რადაში, რომლის შემადგენლობა 75%-ით შეიცვალა.

ზელენსკიმ ყველა გუბერნატორის გადადგომა მოითხოვა

ზელენსკის პრესსპიკერი იმედოვნებს, რომ თანამდებობას ყველა გუბერნატორი დატოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები