LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს: საგარეო უწყება

297
Untitled design

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის – გია ბერიაშვილის და დავით რატიანის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაღუპულების საქართველოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაბამისი პროცედურები საელჩომ უკვე დაიწყო:

“უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების – გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები”, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, უკრაინაში საომრად წასული მებრძოლების – გია ბერიაშვილის და დავით რატიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას დღეს გავრცელდა.

„იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…“

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები