LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკირია („ლევან გალსკი“) დააკავეს

296

უკრაინაში 42 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკირია დააკავეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ასევე დაკავებულია 31 წლის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი.

ორივე მათგანი უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს სანქციების სიაში იყო შეყვანილი და ქვეყანაში შესვლას დოკუმენტების გარეშე ცდილობდნენ.

ლევან ბულისკირია „კანონიერ ქურდის სტატუსით“  2 000 წლიდან  სარგებლობს, ის სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი. ბოლო საპატიმროს თავი ყალბი ფსიქიატრიული დასკვნის საფუძველზე დააღწია.

42 წლის ლევან ბულისკირიას კრიმინალურ წრეებში „ლევან გალსკის“ სახელით იცნობენ. მან „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2012 წელს პირადად ასლან უსოიანისგან (დედ ჰასანი) მიიღო.

„კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობს მისი ბიძაშვილი, ირაკლი ბულისკირიაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები