LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ კოვაქსის საშუალებით “ფაიზერის” 117 ათასი დოზა მიიღო

101
Untitled design

უკრაინამ გლობალური პროგრამის – კოვაქსპლატფორმის საშუალებით დღეს “ფაიზერის” ვაქცინის 117 000 დოზა მიიღო.

უკრაინა „ფაიზერისგან“ ვაქცინის 10 მილიონ დოზას მიიღებს

ოფიციალურ კიევსა და კომპანია ფაიზერს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანა მაისსა და ივნისში ვაქცინის დამატებით 947 ათას დოზას ელოდება.

როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, იმუნიზაციის პროცესი კვირას კიევში დაიწყება, ორშაბათიდან კი ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე “ფაიზერის” ვაქცინით მოხუცთა სახლების მაცხოვრებლები და თანამშრომლები აიცრებიან, ამის შემდეგ კი იმუნიზაციის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები და მესაზღვრეები ჩაერთვებიან.

უკრაინამ ვაქცინის მისაღებად “ფაიზერთან” ხელშეკრულება რამდენიმე კვირის წინ გააფორმა.

მანამდე კი ქვეყანას იმუნიზაციის პროცესისთვის ჰქონდა მხოლოდ თებერვლის ბოლოს, ინდოეთიდან მიღებული “ასტრაზენეკას” 500 000 დოზა და “სინოვაკის” 215 000 დოზა, რომელიც ჩინეთიდან მარტის ბოლოს ჩავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები