LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთ იცავს „ომიკრონისგან“ – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება, რომელი პირბადე გვიცავს დაინფიცირებისგან

14248
გოგინავა

ინფექციონიტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ყველაზე უკეთ „ომიკრონის“ შტამით დაინფიცირებისაგან ადამიანებს N95 ტიპის პირბადე იცავს. როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნული ნიღაბი ყველამ გამოიყენოს, რადგან ამდენი რაოდენობით ეს ნიღაბი „ქვეყანაში არ არის“ და მისი გამოყენება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვისაა რეკომენდებული, რადგან მათ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან აქვთ კონტაქტი და დაინფიცირების რისკი მაღალია.

რაც შეეხება სამედიცინო პირბადეს, გოგინავას თქმით, ძირითადად მოსახლეობამ სამედიცინო პირბადეები უნდა გამოიყენოს.

სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი: ალექსანდრე გოგინავა

„ზოგადად N95 ტიპის პირბადე უკეთ იცავს ადამიანებს „ომიკრონისგან“, ვიდრე ჩვეულებრივი სამედიცინო ან ნაჭრის პირბადე, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა N95-ს ვერ გამოიყენებს, რადგან ქვეყანაში ამდენი N95 არ არის. ამიტომ ეს იმ ადამიანების მიერ უნდა იყოს გამოყენებული, ვისაც მაღალი რისკი აქვს დავადების გადადების, ეს არის სამედიცინო პერსონალი და სხვა, ხოლო ჩვეულებრივ პოპულაციაში, სამედიცინო პირბადის სწორი გამოყენებაც შეამცირებს „ომიკრონის“ გავრცელების რისკებს.

ძირითადად მოსახლეობამ სამედიცინო პირბადეები უნდა გამოიყენოს, რადგან N95 იმ რაოდენობით არ არის ქვეყანაში, რომ ყველას ეყოს და არც არის ამის გამოყენება საჭირო იქ, სადაც არის დისტანციის დაცვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.