LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ წინსვლა ყოველთვის შეიძლება!“ – პაოლო კოელიოს ცნობილი გამონათქვამები

13297
პაოლო კოელიო

შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ 16 წლის ასაკში ბრაზილიელი მწერალი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, საიდანაც ოთხჯერ სცადა გაქცევა, მოგვიანებით კი, როცა მისმა რომანებმა ქვეყნის მთავრობა აღაშფოთა, საპატიმროს სასტიკი რეჟიმიც საკუთარ თავზე გამოსცადა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ პაოლო კოელიოს ცნობილ ფრაზებს:

ყველაფერი კარგად დამთვარდება, თუ ცუდად დამთავრდა, ე.ი. ჯერ არაფერი დასრულებულა.

შიში იქ მთავრდება, სადაც გარდაუვალი იწყება.

ზურგს უკან ადამიანი ყველაფრის თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, პირისპირ კი, მხოლოდ იმას ამბობს, რაც სჭირდება.

შეცდომებისგან მუდმივად თავის დაღწევის მცდელობა, იმ ცხოვრებისგან გაქცევას ნიშნავს, რომლის გავლა ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევს!

თუ ფიქრობთ, რომ მუდმივი მრავალფეროვნება დამღლელია, მაშინ ერთფეროვანი რუტინა მოსინჯეთ, რომელიც უბრალოდ მომაკვდინებელია.

ნუ ეცდებით მოიპოვოთ სიყვარული ნებისმიერ ფასად, რადგან სიყვარული ფასდაუდებელია.

ცრემლი – სიტყვაა, რომლის გამოთქმა შეუძლებელია.

თუ გამონახავ საკუთარ თავში ძალას თქვა, „მშვიდობით“, მაშინ ცხოვრება აუცილებლად დაგაჯილდობს შანსით, უთხრა ახალს „სალამი!“

ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაა.

მტრის უკეთ შესწავლის და განადგურების საუკეთესო მეთოდი – მასთან დამეგობრებაა.

მასთან უფრო საინტერესოა ურთიერთობა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და არასდროს გამოგდის საკუთარ სიმართლეში დარწმუნება.

ის, რაც ერთხელ მოხდა, შესაძლოა აღარასდროს განმეორდეს, თუმცა ის, რაც ორჯერ მოხდა, აუცილებლად მესამედაც განმეორდება.

ყოველთვის ის რომ ვაკეთო, რასაც ადამიანები ჩემგან მოითხოვენ, მაშინ მათი მონა ვიქნები.

ადამიანს ყოველთვის აქვს სათქმელი, უბრალოდ გარშემომყოფთა რეაქციით დამფრთხალი იკავებს თავს.

ყველაზე საშიში იარაღი სიტყვაა, რომელიც არასდროს ტოვებს სისხლის კვალს და არც იარებს აძლევს შეხორცების საშუალებას.