LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიტნი ჰიუსტონს რომანი ქალთან ჰქონდა

216

უიტნი ჰიუსტონის ყოფილი ქმარი ბობი ბრაუნი ამბობს, რომ მომღერალს არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც იზიდავდა. ბრაუნის ინფორმაციით, ჰიუსტონს რომანი ჰქონდა ასისტენტთან, რობინ კროუფორდთან.

„მე ვიცი ეს ამბავი. 14 წელი ვიყავით დაქორწინებული და ერთმანეთს ვუყვებოდით ძალიან პირადულ ამბებსაც კი,“ – ამბობს ბობი ბრაუნი.

მუსიკოსმა, ამასთან, აღნიშნა, რომ ჰიუსტონის ოჯახი და განსაკუთრებით დედა წინააღმდეგი იყო ერთი და იმავე სქესიანი ადამიანების ურთიერთობის და მოითხოვდა, რომ ჰიუსტონს ასისტენტი გაეშვა. ბრაუნის თქმით, რომ არა ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა, უიტნი ჯერ კიდევ ცოცხალი იქნებოდა.

„მგონია, რომ რობინი რომ უიტნის ცხოვრებაში სრულფასოვნად ყოფილიყო, ის არ გარდაიცვლებოდა და ჩვენთან იქნებოდა. რობინის გარდა უიტნის ახლობელი აღარავინ ჰყავდა,“ – განაცხადა ბობი ბრაუნმა.

2012 წელს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების გამო  ჰიუსტონის გარდაცვალების შემდეგ რობინ კროუფორდმა ემოციური წერილი დაწერა, სადაც აღნიშნა, როგორი ძვირფასი იყო მისთვის უიტნი.

„ძალიან მიყვარდა მისი სიცილი, სწორედ ეს მომენატრება ყველაზე მეტად,“ – დაწერა რობინმა.

ჰიუსტონმა და კროუფორდმა ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის წინ გაიცნეს, ერთად მუშაობდნენ ნიუ-ჯერსიში. მოგვიანებით კი კროუფორდი მომღერლის ასტისტენტი და  კრეატიული დირექტორი გახდა, მუდმივად უიტნისთან ერთად იყო.

უიტნის ბისექსუალობის შესახებ ბობი ბრაუნმა საკუთარ წიგნში Every Little Step დაწერა.

 

ANAHEIM, CA - AUGUST 7: Producer/recording artist Whitney Houston (C) and recording artist Bobby Brown and family attend the film premiere of "The Princess Diaries 2: Royal Engagement" at Disneyland on August 7, 2004 in Anaheim, California. The film "The Princess Diaries 2: Royal Engagement" opens in theaters nationwide on August 11, 2004. (Photo by Frederick M. Brown/Getty Images).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები