LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიტნი ჰიუსტონი ბავშვობაში ბიძაშვილმა გააუპატიურა – შოკისმომგვრელი ამბავი დღეს გახდა ცნობილი

657

16 მაისს კანის კინოფესტივალზე უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის „უიტნის“ პრემიერა შედგა. ფილმის რეჟისორი კევინ მაკდონალდია, რომელმაც საზოგადოებას ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების ყველასთვის უცნობი ფაქტები გაუმხილა. სწორედ ახალი დოკუმენტური ფილმიდან ხდება ცნობილი შოკისმომგვრელი ამბავი. უიტნის ძმა აცხადებს, რომ 48 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერალი ბავშვობაში მისმა ბიძაშვილმა, დი დი უორვიკმა გააუპატიურა. სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია უიტნის ძმის ცოლმა, პეტ ჰიუსტონმა და დეიდამ, მერი ჯონსმაც დაადასტურეს.

კევინ მაკდონალდმა ინფორმაციის გადამოწმება ჰიუსტონის ყოფილ მეუღლესთან, ბობი ბრაუნთანაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. უიტნის ცხოვრების შესახებ გადაღებული ახალი ფილმი ეკრანებზე 6 ივლისს გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები