LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავას და ოქრუაშვილს უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი- მეუფე იაკობი

228
untitled-design-10

„უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი (უგულავას და ოქრიაშვილს), მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში ჩანდა”,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

ეპისკოპოსი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, საპატიმროს გიორგი რურუაც დატოვეს.

მისი თქმით ამ პირების გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლებამ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს.

“მივულოცე განთავისუფლება და ნებისმიერს მივულოცავ და სახლმწიფოს თუ თავის ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. მაგენი რომ გამოუშვან შეიძლება ამერიკელებისთვის ბევრი პოლიტიკური დევნილი იყოს, ან რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის, მაგრამ რისთვის არის და რისთვის იძახიან ისინი, რომ პოლიტიკური დევნილები არიან – შეიძლება, ხელისუფლების რაღაც არ მოსწონთ და თუნდაც მაგათ გამო აღიარებენ პოლიტიკურ დევნილად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები