LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გავაფრთხილე – პრეზიდენტი

144
1589897792345161

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და “ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული პოლიტიკოსები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მიზნით მიიღო.

პოპულალურები