LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უფროსების მაგალითი როგორიცაა, ისეთები ხდებიან ბავშვები”

2219
შალვა-ამონაშვილი

მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვს არაფერს აკლებენ, დაჰყავთ უცხო ენაზე, ცურვაზე, ცეკვაზე, ბავშვს აქვს კარგი სამოსი და ტელეფონი, თუმცა ეს გაზრდაა თუ აღზრდა? რატომ ერევათ მშობლებს ეს საკითხები –  ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა, პედაგოგმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.

„აღზრდა და გაზრდა ორი ცნებაა, ჩვენ შეიძლება გავზარდოთ ძაღლი, კატაც კი მოვათვინიეროთ. გაზრდა ბავშვს უყალიბებს ჩვევებს, მაგრამ არ უყალიბებს ცნობიერებას, რომ თვითონ დაბადოს საკუთარ თავში სხვა ჩვევები.

აღზრდის დროს ჩვენ ბავშვს ნიმუშს ვაძლევთ, მოვუწოდებთ ჩაფიქრდეს, აწონ-დაწონოს, მიიღოს. აღზრდილი ბავშვი ასეთ დროს საკუთარ თავში გამოიმუშავებს ზნეობასა და კულტურას. გაზრდილი ბავშვი ვერ.

თუ გვინდა ბავშვი აღვზარდოთ, უნდა ვიყოთ ისეთები, როგორიც გვინდა ბავშვი გამოვიდეს. დიდების მაგალითი როგორიცაა, ისეთები ხდებიან ბავშვები.

„დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო“, – ეს ბრძნული ანდაზაა, თუ ჩვენ ბავშვში ვხედავთ კულტურას, ეს მან მშობლებისგან, ოჯახიდან მიიღო, ადვილი გამოსაცნობია რა ფასეულობებია იმ ოჯახში. თუ მართლა შესაქებია შვილი, მშობლისთვის ეს ყველაზე დიდი შეფასებაა, მაგრამ თუ ასე არ არის, მაშინ მშობელმა რაც არ უნდა აკეთოს, თავის ცხოვრებაში დამცირებულია და ის შვილმა დაამცირა. ამის შედეგი, არასწორი აღზრდაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები