LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძო, აბანო, სხალთა – 5 ულამაზესი მონასტერი საქართველოში, რომელსაც უნდა ეწვიოთ (ფოტოები)

2338
უუუ

დღეს საქართველოსთვის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პრიორიტეტული დარგია. ტურიზმის სექტორის უამრავი მიმართულებიდან კი რელიგიური ტურიზმი სწორედ ის არის, რისი განვითარების შესაძლებლობაც ჩვენს ქვეყანას, ალბათ, ყველაზე მეტად აქვს.

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირშესანიშნაობებით, რომლებიც სწორედ რელიგიასთან არის კავშირში. საქართველო რომ უდიდესი ტრადიციების მქონე ქრისტიანულ ქვეყანას წარმოადგენს, ამაზე ჩვენს ქვეყანაში არსებული 12 000-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი, ასევე ის სიწმინდეები მეტყველებს, (მაგალითისთვის: ქრისტეს კვართი და წმინდა ნინოს ჯვარი) რაც ჩვენთან არის დაცული და რელიგიური ტურიზმის გასავითარებლად კარგ პირობას იძლევა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს პილიგრიმობა, როგორც რელიგიური ტურიზმი და კონკურენცია გაუწიოს ამ კუთხით მოწინავე ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ისრაელი და საბერძნეთი.

9 ნაკლებად ცნობილი ქართული ციხე, რომელიც სავარაუდოდ ჯერ არ გინახავთ (ფოტოები)

ტურისტულად საინტერესო ციხე-სიმაგრეები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო

აღსანიშნავია ისიც, რომ ქრისტიანი მომლოცველების გარდა, საქართველო სხვა კონფესიის წარმომადგენლებისთვისაც უაღრესად საინტერესოა. აქ მუსლიმები ახალციხის ციხის, ბათუმისა და ხულოს მეჩეთების სანახავად ჩამოდიან, ებრაელები – ონისა და ახალციხის სინაგოგის.

მოკლედ, საქართველო რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურებისთვის რომ იდეალური ადგილია, ეს ფაქტია… აქ უამრავი ისეთი მონასტერი და ეკლესიაა, რომელიც უცხოელებს კი არა, ადგილობრივებსაც ჯერ არ გვინახავს და არც კი გვსმენია.

კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, „ფორტუნამ“ გადაწყვიტა ამჯერად 5 ნაკლებად ცნობილი ქართული მონასტერი წარმოგიდგინოთ (თავისი ისტორიითა და ფოტომასალით), რომლებიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს და არნახული სილამაზით გამოირჩევა.

მისტიკა ქართულად- მოჩვენებების სოფელი და გერმანელების დასახლება საქართველოში (ფოტოები)

თუ თბილისში ჩარჩი და შვებულება არ გაქვს - საინტერესო ადგილები ერთდღიანი გასვლებისთვის

 

მაშ ასე: 

ჩიჩხიტურის მონასტერი — მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.

ჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უაღრესად მწირი ცნობებია დაცული. მონასტერში შემორჩენილია სრულიად უნიკალური ფრესკული მოხატულობა. ამჟამად მონასტრის ტერიტორია, ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტერთან ერთად, სადავოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.

აბანოს დედათა მონასტერი- ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, სოფელ აბანოში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს XVII-XVIII საუკუნის კოშკებს და XIX საუკუნის ბაზილიკას.

აღსანიშნავია, რომ მონასტრამდე მიდის სამანქანე გრუნტის გზა. თრუსოს ხეობაში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

უძოს მონასტერი – უძოს მთა თბილისის ტერიტორიაზე, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე მდებარეობს. სწორედ უძოს მთაზე დგას წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. აქ სასიამოვნო, გრილი ტყითაც შეძლებთ დატკბობას და გაშლილი სივრცეებითაც.

უძოს წმ. გიორგის სახელობის შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიაა. ლეგენდის მიხედვით, უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და წმინდა გიორგის შეხვეწებია, შვილი მომეციო. მისი ნატვრა ასრულებულა და ამის შემდეგ აქ სალოცავად მოდიან უშვილო ქალები.

სხალთა, ყინჭაური — XII საუკუნის ეკლესია აჭარაში, მდინარე სხალთის ხეობაში.

სხალთის ეკლესია უდიდესი მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს და საპატიო ადგილი უკავია ქართული ხუროთმოძრვრების სხვა იშვიათ ნიმუშებს შორის. იგი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში. სხალთის მამათა მონასტრის კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს: ეკლესია, მცირე ეკლესია, მარანი, სამარხები.

ელიას მონასტერი – მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე.

ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს, უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.

ცნობისთვის, ფოტოები აღებულია ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com