LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდუმაშვილი: დღეს ათიათასობით ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე, ეს პროცესი აღარ გაჩერდება

74
1

დღეს თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე ათიათასობით ადამიანი მივა უკანონობისა და მიხეილ სააკშვილის პოლიტიკური დევნის დასრულების მოთხოვნით.

“ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად უგუნურ ხელისუფლებასთან, რომელსაც პირდაპირ სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის. ბუნებრივია, ახლა ძალიან სწრაფად ვიმოქმედებთ, რადგან დრო, პრაქტიკულად, აღარ არის. მას შემდე, რაც სააკაშვილმა უარი თქვა სამედიცინო პრეპარატების მიღებაზე, მისი მდგომარეობა საათობრივად მძიმდება. კრიტიკულ ზღვარზე ვართ მისულები, შესაძლებელია უახლოესმა საათებმა და დღეებმა ბევრი რამ გადაწყვიტოს.

დღეს შევიკრიბებით 20:00 საათზე, ათიათასობით ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით – რომ უნდა დასრულდეს უკანონობა, რომელიც ქვეყანაში სუფევს, უნდა დასრულდეს ოპოზიციური ლიდერებისა და, უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკშვილის პოლიტიკური დევნა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც არ იქნებიან პოლიტიკური დევნილები, არ ისხდებიან პრეზიდენტები ციხეში და არ წირავენ მათ სასიკვდილოდ.

ყოველწლიურად ის, რისი უფლებაც აქვს ასეულობით პატიმარს – მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, მხოლოდ ერთ პატიმარს – მიხეილ სააკაშვილს ეკრძალება სამედიცინო მომსახურების მიღება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.

იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე აქცია და ეს პროცესი აღარ გაჩერდება.” – თქვა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია დღეს, თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები