LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდედოდ დარჩენილი შავარდნების გამოსაკვებად მათი მომვლელი თოჯინას იყენებს

134
3456

სამი უსაყვარლესი ბარტყი საკვებს შავარდნისთავიანი თოჯინისგან მიირთმევს. როგორც ჩანს, პატარები დარწმუნებული არიან, რომ მათ დედა კვებავს.

გენიალური იდეა ბრიტანელ ბაზიერს ჯეისონ ბრიჯს გაუჩნდა, მან დაამზადა თოჯინა, რომელიც შავარდენს ძალიან გავს და პატარებს მისი საშუალებით აჭმევს.

ფრინველები ცხოველთა დაცვის ცენტრში, რინგვუდში ცხოვრობენ. კორონავირუსის გამო ცენტრი დახურულია და მნახველთა მიღებას მხოლოდ 4 ივლისიდან დაიწყებს. მანამდე კი ჯეისონი ობლად დარჩენილ ცხოველებსა და ფრინველებს უვლის.

ცენტრში შევარდენებთან ერთად უსაყვარლესი ბუებიც ცხოვრობენ. იმისათვის რომ ვეტერინარს მათი მდგომარეობა შეემოწმებინა და წონაც გაეგო, მოუსვენარი ბარტყები პატარა პლედებში გაახვია. ფოტო ინტერნეტში გავრცელდა და ნამდვილი აჟიოტაჟიც გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები