„ნეტფლიქსის“ ორიგინალურ უცხოურენოვან სერიალებს შორის „კალმარის თამაში“ გამორჩეულია. სერიალის პრემიერა 17 სექტემბერს შედგა, გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში კი ის უკვე ძალიან პოპულარული იყო და ფანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა. ბევრ ქვეყანაში „კალმარის თამაშმა“ რეკორდი მოხსნა და „ნეტფლიქსის“ ყველაზე ყურებადი შოუს სტატუსი მოიპოვა. მაინც, რითაა გამორჩეული კორეული თრილერი?

„კალმარის თამაში“ მოგვითხრობს 456 ადამიანის შესახებ, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ – ყველა მათგანს უზარმაზარი ვალი აქვს, რისი გადახდაც არ შეუძლია. მათ სთავაზობენ მონაწილეობა მიიღონ საბავშვო თამაშებში, სადაც უზარმაზარი ფულადი პრიზის მოგების შანსი ექნებათ. თუმცა მოთამაშეები მხოლოდ უშუალოდ თამაშისას, ადგილზე იგებენ, რომ თამაშში დამარცხება სასიკვდილო განაჩენია. ბოლო გადარჩენილი ადამიანი თამაშში გაიმარჯვებს და უზარმაზარ ფულად ჯილდოს მიიღებს.

სიუჟეტის ცენტრში სეულელი მძღოლი, სეონგ გი ჰუნია, რომელიც აზარტული თამაშების გამო უზარმაზარ ვალებშია ჩაფლული. ის დედასთან ერთად ცხოვრობს და საკუთარი ქალიშვილის ფინანსურად უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. კალმარის თამაშში მონაწილეობისას იგი იქ თავის ბავშვობის მეგობარს, სანგ ვუს ხვდება, რომელიც ასევე მოთამაშეა. სიუჟეტის ცენტრშია ასევე ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი ახალგაზრდა გოგონა, სეი ბიოკი, რომელიც თავს ქურდობით ირჩენს, ფული კი საზღვარზე თავისი მშობლების გადმოსაყვანად სჭირდება.

„კალმარის თამაშის“ პირველი სეზონი 9 სერიისგან შედგება. სერიალის რეჟისორი პროექტის სპონსორს 2008 წლიდან ეძებდა, თუმცა მისი განხორციელება ვერ შეძლო იქამდე, სანამ „ნეტფლიქსმა“ 2019 წელს უცხოენოვანი ორიგინალური სერიალების კატეგორია არ გააფართოვა. სწორედ მაშინ, სხვადასხვა ორიგინალურ ნაწარმოებებს შორის, „ნეტფლიქსის“ ყურადღება „კალმარის თამაშმაც“ მიიპყრო.

ახლა კი დაპირებული ფაქტები

კალმარის თამაშზე“:

თავიდან სერიალს განსხვავებული სახელწოდება ჰქონდა. მას „მეექვსე რაუნდი“ ერქვა.

სერიალის რეჟისორის, ჰვანდ დონგ ჰიუკის შთაგონება მისივე ცხოვრებაში არსებული ფინანსური კრიზისი გახლდათ. გარდა ამისა, მან სერიალის კონცეპტი ააწყო თამაშზე , რომელსაც ბავშვობაში თავად თამაშობდა.

თავდაპირველად „კალმარის თამაში“ ფილმად იყო ჩაფიქრებული, თუმცა შემდეგ მისი სერიალად გადაღება გადაწყვიტეს.

საერთო საცხოვრებლის კედლებზე, რომელშიც თამაშის მიმდინარეობისას 456 მოთამაშე ცხოვრობს, ყველა იმ თამაშის შესახებ იყო მოცემული მინიშნებები,რომლის თამაშიც მათ მოუწიათ. თუმცა ისინი ვერცერთმა მოთამაშემ ვერ შენიშნა.

გიგანტური თოჯინა, რომელიც პირველ სერიაში – „წითელი შუქი-მწვანე შუქი“ გვხვდება, ნამდვილია. იგი სეულის ერთ-ერთი მუზეუმის შესასვლელშია განთავსებული, სერიალის გადასაღებად კი სპეციალურად ინათხოვრეს.

იმ ექვსი თამაშიდან, რომელიც მოთამაშეებმა ითამაშეს, ერთ-ერთი ინტერნეტში ნამდვილ ჰიტად იქცა. საუბარია თამაშზე, რომლის დროსაც შაქრისა და საცხობის სოდისაგან გაკეთებული ტკბილეულიდან შუაში გამოსახული ფორმა ისე უნდა ამოვიღოთ, რომ არც გატყდეს და არც

გაიბზაროს.

 

 

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები