LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ამბავი ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შესახებ – “ყოველთვის ვერიდებოდი საჯაროდ გამოტანას”

2769
maiabuwashvili2021-2021-01-05-11-51-18-155611

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც მის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, მაია ბუწაშვილი რამდენიმე მუსიკის ავტორი და შემსრულებელია, რაც მისი მეგობრების ნაწილისთვის სრულიად მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა.

“ჩემო მეგობრებო,

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და უსაზღვროდ თბილი შეფასებებისთვის ჩემს მუსიკასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, რომ სამივე კომპოზიციამ, რომელიც თიკომ დადო და მეც გავაზიარე, თქვენი ასეთი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ნაწარმოებები წლებია მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებს ქონდათ მოსმენილი და ყოველთვის ვერიდებოდი საჯაროდ გამოტანას, რადგან მოყვარულის დონეზეა შექმნილი და ასეთი შეფასებების იმედი არ მქონდა, მითუმეტეს, რომ შესრულების ტექნიკა ბევრ ხარვეზს შეიცავს.

ალბათ ბევრი იფიქრებს, ამ გაგანია პანდემიისას რა დროს მუსიკააო, მაგრამ ზოგჯერ ალბათ ღირს თემის შეცვლაც. ჯერ-ჯერობით ისევ ადრე შექმნილ მუსიკას გავაზიარებ, თუმცა, იმედია, მალე ეს საშინელება, რასაც კოვიდი ქვია, თავს დაგვანებებს და მეც მეტად მოვიცლი ახალი ნაწარმოებებისთვის, რის სტიმულსაც სწორედ თქვენი ასეთი სითბო და სიყვარული მაძლევს. მადლობა კიდევ ერთხელ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ”,- წერს მაია ბუწაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები