LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნაური ავსტრალიური კანონები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ციხეში მოხვდებით

196
23367382-7884251-image-a-5-1578971728967

ავსტრალიაში ჩასულ უცხოელებს ადგილობრივი კანონები შოკში აგდებს. უცხოელები რომლებიც ავსტრალიაში ჩადიან, შესაძლოა, სულ პატარა შეცდომის გამოც კი ციხეში მოხვდნენ. „დეილი მეილმა“ ყველაზე უცნაური და მოულოდნელი კანონები შეაგროვა.

რკინიგზის სადგურზე მოწევა

ავსტრალიის ბევრ შტატში რკინიგზის სადგურზე მოწევა აკრძალულია. ასეთი საქციელისთვის უფროსებს 200–500 დოლარით, მოზარდებს კი 100–300 დოლარით აჯარიმებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთ შტატში მწეველი შესაძლოა პირდაპირ დააპატიმრონ კიდეც.

მატარებელში ფეხის სკამზე დადება

მწეველთა გარდა ისჯებიან ის ადამიანებიც, ვინც მატარებელში ფეხს სკამზე დებს. ამ შემთხვევაში ჯარიმა 100–260 დოლარია.

საერთაშორისო მართვის მოწმობით გადაადგილება

ზოგიერთი შტატი უცხოელებს ნებას რთავს, რომ საერთაშორისო მართვის მოწმობით იმოძრაონ. თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით და თუკი 3 თვის შემდეგ უცხოელი ადგილობრივ მართვის მოწმობას არ აიღებს – დიდი შანსია ციხეშიც კი მოხვდეს.

ავტომობილის კარების ღიად დატოვება

იმისათვის რომ ავტომობილის ქურდები მოეგერიებინათ, ზოგიერთ შტატში ავტომობილის ღიად დატოვება კანონითაც კი ისჯება.

მაგალითად, სამხრეთ უელსში მძღოლმა საკუთარი ავტომობილის კარი უნდა ჩაკეტოს ყველა შემთხვევაში, როდესაც მას 3 მეტრის მანძილით მაინც შორდება. აწეული უნდა იყოს ფანჯრებიც, რათა უცხო პირმა ტრანსპორტში შეღწევა ვერც ერთი გზით ვერ შეძლოს. ამ შემთხვევაში ჯარიმა 100–400 დოლარია.

 

საზოგადოებაში გინება

ეთანხმებით ამას თუ არა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცუდი სიტყვების თქმას ძალიან ცუდი შედეგი მოყვება. გინებისთვის ჯარიმა 2000 დოლარამდე მერყეობს, თუმცა ეს მხოლოდ კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი ციხითაც კი დასრულდეს.

ცხოველის დარეგისტრირება

ძაღლის, კატის თუ სხვა ცხოველის ყოლა აუცილებელ რეგისტრაციას მოითხოვს. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში პირველი ჯარიმა 300 დოლარია და თუკი პატრონი თავის შინაურ ცხოველს ამის შემდეგაც არ დაარეგისტრირებს – ჯარიმა შესაძლოა 5000 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები