LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ასობით სტატია, სიუჟეტი, გადაცემა, პოსტი, ბლოგი და “სთორი” მომზადდა

44
6d17615d-0bab-43c4-b57a-650fc3ed0362-640

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურთა მოსაზიდად მასშტაბურ პროექტებს განაგრძობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის გეგმის მიხედვით, წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 20-ზე მეტი საერთაშორისო პრეს და გაცნობითი ტური მოეწყო. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოპულარული უცხოური მედიისა და გავლენიანი ტურისტული კომპანიების 90-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრა.

წელს, სამოგზაურო პლატფორმა Steller- თან ერთად „ციფრული დღეები საქართველოში“ გამართა. მასშტაბურ პროექტში მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს საქართველოს BBC-ის, France 5-ის, Le Figaro-ის, Forbes-ის, National Geographic-ის პოლონური რედაქციის, Business Traveller-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

პრეს-ტურებში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიეროებისა და სხვა ქვეყნების ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და რედაქტორები მონაწილეობდნენ. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ასობით სტატია, სიუჟეტი, გადაცემა, პოსტი, ბლოგი და “სთორი” მომზადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები