LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში დარჩენის აკრძალვის შესახებ ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა

76
US

უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში დარჩენის აკრძალვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იმ სასწავლო დაწესებულებების უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, აშშ-ში ყოფნის უფლება აღარ ექნებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ბევრი სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლების მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებოდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები