LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ენის გამოცდაზე რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა

70
UCXO ENA 33

უცხო ენების გამოცდის დილის სესიაზე მისულ რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ისინი სარეზერვო სექტორში აბარებენ გამოცდას. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უცხო ენების გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%. საბედნიეროდ, არ გვაქვს არც ერთი დაგვიანება. მეორე სესიაზეც მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომ არ დააგვიანონ და დაგვიანების გამო არ გამოეთიშონ საგამოცდო პროცესს.

სიცხე დაუფიქსირდა რამდენიმე აბიტურიენტს და ისინი  განთავსებული არიან სარეზერვო სექტორში“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები  6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები