LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უცებ ეს ინდოელი მეუბნება სუფთა ქართულით: რას მერჩიან ვერ გავიგეო”

261

სოციალური ქსელის მომხმარებელი “ფეისბუქზე” ისტორიის შესახებ წერს, რომელიც მას წნორი-თბილისის რეისზე გადახდა.

ლუკრეციო ბაქანაძე, ყვება, რომ წნორიდან თბილისისკენ, ამ რეისის სამარშუტო ტაქსის მძღოლმა და მგზავრებმა, ინდოელი მგზავრი არ წაიყვანეს.

“წნორი-თბილისის რეისზე მარშუტკაში ამოვიდა ჩალმიანი თეთრწვერა ინდოელი. მძღოლი მგზავრებს გვეუბნება: ახლა ამას ვეტყვი რო გაფუჭდა მარშუტკა და რო ჩავა მერე დავიძრათო, არ დაიშალოთო. ამის ყროლში რა ივლის თბილისამდეო. მგზავრებმა: ხოვო, ეგრე ვქნათო. მერე ამ ინდოელს აუხსნა როგორც იქნა ვიღაცამ დამტვრეული ინგლისურით – ასე და ასეო. ინდოელს გაეღიმა და ოკეიო, დაველოდებიო შემდეგ რეისს. ჩამოვიდნენ მგზავრები და ზოგი ეწევა, ზოგი ნაყინს თუ ლიმონათს ყიდულობს. ჩამოვიდა ეს ინდოელიც და მეთქი წამო გავიარ-გამოვიაროთ, სხვა რეისი სანამ მოვა – არ მინდა მიხვდეს ამბავს, თან ეს მგზავრებიც ნელნელა იყრებიან ისევ მარშუტკაში, ამის თვალწინ. გავუყარე ხელმკლავი აემ ბერიკაცს და გავატასავეთ ქუჩაში. იმდენი ინგლისური არ ვიცი, ინდურზე რო არაფერი ვთქვა, საუბარი რო გავუბა და მივდივართ ეგრე ჩუმად. უცებ ეს ინდოელი მეუბნება სუფთა ქართულით: პირველი შემთხვევა არააო, რას მერჩიან ვერ გავიგეო, დავუშავე რამე, მჭირსო კაცო რამე. მეთქი შენ არაფერი გჭირს, ჩვენ გვჭირს. ძაან ღრმად გვჭირს პახოდუ. ბერიკაცმა კიდე: მანქანაც მყავსო, არც ტაქსის და ბენზინის ფული მიჭირსო, მაგრამ ადამიანებთან ერთად მგზავრობა მიყვარს და მიხარიაო. ჩემ ქვეყანაშიც ეგრე ვიქცევიო. ხოდა მეთქი ადამიანი ვარ მე, და წამო ტაქსით. და წავედით ტაქსით თფილისქალაქში. ლომისობას გილოცავთ,” – წერს ლუკრეციო ბაქანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები