ფსიქოლოგებს თავისი ხრიკები აქვთ, თუ როგორ შეიძლება დაეხმარო ადამიანს კარგი ჩვევების გამომუშავებაში. სწორედ ამ ხრიკებსა და ფსქოლოგების რჩევებზე სტატიას “გარდიანი” აქვეყნებს.

მოახდინე შენი სტიმულის იდენტიფიცირება

მთავარია, იცოდე, რა არის შენი სტიმულატორი. შემდეგ ის მეხსიერებასთან უნდა დააკავშირო. ზოგადად, სტიმული შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი. (მაგ. შიმშილის გრძნობა ან ჭიქა ჩაის მომზადება). ყველაზე ეფექტიანია, როცა მას ყოველდღიურად ეჯახები მოულოდნელად და შემდეგ მიხვდები, რომ თურმე რაღაც კონკრეტული ჩვევისთვის ეს სტიმული ყოფილა საჭირო.

იყავი განსაკუთრებული

მაქსიმალურად შეამცირეთ თქვენი სურვილების ჩამონათვალი.  გჭირდებათ კონკრეტული გეგმა, როდის და როგორ უნდა გააკეთოს რაღაც ქმედება, ხილის და ბოსტენულის ჭამა იქნება თუ, სხვა რამ. ქცევა უმეტესად მაშინ გადადის ჩვევაში, როცა იმ რაღაცის კეთების სანაცვლოდ თქვენ ჯილდოს იღებთ. თუნდაც ეს რაღაც იყოს მოსაწყენი დავალება. როცა მას გააკეთებთ და თქვენს თავს დააჯილდოებთ, განსაკუთრებულად კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით.

იფიქრეთ იმაზე, ვინ ხართ თქვენ

არსებობს არაერთი კვლევა, სადაც გამოიკვეთა, რომ ქცევის შექმნა დაკავშირებულია თქვენს იდენტობასთან. მაგ. ავიღოთ ადამიანი, რომელიც გარემოზე ძალიან ზრუნავს – მისი ჩვევები გარემოსთან მეგობრულ ქცევებზეა დამყარებული. თუ თქვენ ქცევებს თქვენივე იდენტობასთან დააკავშირებთ, ეს ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

შეარჩიეთ მომენტი

არსებობს მომენტები, როცა ცხოვრების კურსი იცვლება: ახალ სახლში გადადიხართ, ოჯახს ან ახალ ურთიერთობას იწყებთ, ან სამსახურიდან მიდიხართ. სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორი ბას ვერპლენკენი ამბობს, რომ ეს მოვლენები ძველ ჩვევებს ანადგურებს და ახლის შექმნას ხელს უწყობს. გამოიყენეთ ეს ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები