LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეიძლება ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდეს – ალექსანდრე გოგინავა

191
1605688122-197824

„უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეიძლება ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდეს“,- ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და წინასწარი პროგნოზების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ადამიანური და მატერიალური რესურსების  მობილიზება.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. ბოლო ერთი კვირაა უკვე 3000-იან ნიშნულს გავცდით. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეიძლება ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდეს, თუმცა რა მასშტაბით რთული სათქმელია. ეს ნეგატიურად აისახება ზოგადად ჰოსპიტალურ სექტორზე. საავადმყოფოები გადავსებულია, კოვიდ ცენტრები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ და ეს ყველაფერი როგორც მედ პერსონალზე ასევე პაციენტებზე ცუდად აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი რესურსების მოძიება მოხდეს.  ვგულისხმობ, როგორც ადამიანურ რესურსს ასევე მატერიალურს, ტექნიკური ბაზების უფრო მეტად გამართვას და გაძლიერებას“,-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.

26 თებერვლიდან დღემდე გარდაცვალების 853 შემთხვევა გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები