უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 12-13 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, შავ ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ტეგები: ამინდი

მსგავსი თემები