LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უახლოეს დღეებში არასრულწლოვნებთან განმეორებითი ტესტირება ჩატარება და ველოდებით უარყოფით პასუხებს“ – ექიმი ინფექციონისტი ნინო ვარამაშვილი

1874
nino-varamashvili-newsss

ექიმმა ინფექციონისტმა, ნინო ვარამაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი  პაციენტების  მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჩვენს კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 36 პაციენტი და ყველა მათგანი გახლავთ ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. მათგან, დღეის მონაცემებით, 6-მა დატოვა ჩვენი კლინიკა, ჯამში სულ 8 პაცინეტია გამოჯანმრთელებული. 2 პაციენტის მდგომარეობა შეფასდება დღის განმავლობაში და ისინიც გაეწერებიან კლინიკიდან. რაც შეეხება მძიმე 4 პაციენტს, მათთან მიმდინარეობს პნევმონია, რომელიც რადიოლოგიურად დადასტურდა. ამ წუთის მონაცემებით მდგომარეობა უცვლელია, აღინიშნება ცხელება და გრძელდება მკურნალობა. რაც ეხება არასრულწლოვანებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსი არ პროგრესირებს. უახლოეს დღეებში არასრულწლოვნებთან განმეორებითი ტესტირება ჩატარდება და  უარყოფით პასუხებს ველოდებით.

მოგახსენებთ სხვა პაციენტების შესახებ, ჩვენ დღეს ველოდებით 15 პაციენტის პასუხს, პარალელურად გრძელდება სხვა პაციენტების მიღებაც და უახლოეს პერიოდში გვექნება ინფორმაცია.

როდესაც ისმევა დიაგნოზი პნევმონია, ეს ნიშნავს, რომ პროგნოზულად შესაძლოა, მდგომარეობა დამძიმდეს. ჩვენთან 12 პაციენტს აქვს დადასტურებული პნევმონია, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, დანარჩენ პაციენტებთან არის საშუალოდ მიმდინარე პნევნომია. არ არის აუცილებელი, პნევმონიის დიაგნოზის დასმისას, მდგომარეობა ყოველ ჯერზე შეფასდეს მძიმედ. რაც შეეხება მკურნალობის სქემას, ჩვენთან ყოველდღე ტარდება კონსილიუმი და ყველა პაციენტის მდგომარეობა განიხილება ინდივიდუალურად. მოგეხსენებათ, ანტივირუსული მკურნალობა მსოფლიო მასშტაბით არ არის მოწოდებული. პრეპარატი, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, ესაა პლაქველინი, ეს გახლავთ ანტიმალარიული, არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება და არა ანტივირუსული. ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში COVID19-ის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები