LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტყუილად შესდექით საგამოცდო თემას… რა დღეში გვაქვს ნერვები, ხედავთ?” – დათო გორგილაძე

297
გორგი

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ტესტირების შემდეგ გახდა ცნობილი ერთ-ერთ ვარიანტში მოსული თემა: „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“, რაც საზოგადოების ნაწილმა პოლიტიკურ ვითარებას დაუკავშირა. საკითხზე განმარტების გაკეთება შეფასებისა და გამოცდების ცენტრსაც მოუწია.

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე.

“ისე, სამართლიანობისთვისაა სათქმელი, რომ ტყუილად შესდექით საგამოცდო თემას.

ნიკო ლორთქიფანიძის ტექსტის მიხედვით იყო დასაწერი. “ამაყი” ჰქვია მაგ ტექსტს და ამბავიც სწორედ ეგაა, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

რა დღეში გვაქვს ნერვები, ხედავთ?”, – წერს გორგილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები