LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში საქმის გასაცნობად კი არა, პრობლემის მოსაგვარებლად ჩახვალთ – გიორგი გახარიას დავალება ნათია თურნავას

206
page

პრემიერის დავალება ეკონომიკის მინისტრს და გახარიას მწვავე განცხადებები ტყიბულის მოვლენებზე – მთავრობის დღევანდელი სხდომა გიორგი გახარიამ სწორედ მეშახტეების პრობლემებზე საუბრით დაიწყო.  ყოფილი შსს მინისტრი ირწმუნება, რომ

ნათია თურნავა ადგილზე არა უბრალოდ გარემოებების, საქმის გასაცნობად ჩავა, არამედ ის პრობლემებს რეალურად მოაგვარებს. 

ის თურნავასგან სიმკაცრეს ითხოვს, თუმცა არ აკონკრეტებს ვის მიმართ. გახარიას ეს განცხადება, სავარაუდოდ, ტყიბულის შახტის მფლობელ კომპანიას ეხება.

ტყიბულში 15-მდე მაღაროელი შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს

"მეშახტეებს ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ"

„ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ შემდგომშიც, მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. ყოველთვის იქ, სადაც ამის საშუალება გვექნება დავუდგებით ბიზნესს გვერდში, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, ის, რაც დღეს და გუშინ ტყიბულში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. გახარიას განცხადებით, ეს პრობლემები წლების მანძილზე გროვდებოდა, რაც შეეხება ინვესტორებს, პრემიერი ამბობს, რომ მათ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულეონ. 

მეშახტეებს ხელფასის გადახდაზე უარს ეუბნებიან -"კომპანიაში ფინანსური პრობლემებია"

"კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად"

“დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა, გულისხმობს შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მიუღებელია რაც დღეს ტყიბულში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს გახარია.