LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში 16 მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი

542
tkibulisaavadmkofo

ტყიბულში, საავადმყოფოში 16 მოსწავლეა გადაყვანილი.  ტყიბულის კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კლინიკაში ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმე არაა.

„მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ, რის შემდეგაც არასრულწლოვნები კლინიკიდან გაეწერებიან“, – აცხადებენ კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები