LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყე გადაეცა ეკლესიას: 79 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – „ტყის კოდექსის“ პროექტი დამტკიცებულია

303
ტყე ეკლესია

პარლამენტმა მესამე მოსმენით (79 მომხრე) „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არჩევნების დროს ეკლესიის კეთილგანწყობისთვის გამოიყენებს.

ხელისუფლებისთვის კი ეს ბრალდებები გაუგებარია. 

კანონპროექტის განხილვას პარლამენტში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც დაესწრო.

ელჩის თქმით, გერმანია აქტიურად არის ჩართული საქართველოში ტყის კანონის რეფორმირებაში და ქვეყანას უკვე ექნება ნამდვილად ევროპული კანონი.

„წლებია, გერმანია საქართველოსთან ტყის რეფორმებზე მუშაობს. ჩვენ გადაგვყავს ეს თანამშრომლობა უფრო ხელშესახებ დონეზე. გერმანიაში ტყის სფეროში არსებული გამოცდილებით დავეხმარებით საქართველოს ტყის სააგენტოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენება მოახერხოს. ეკლესიის საკუთრების საკითხი ჩემი მთავარი ინტერესი არ არის. მქონდა ამ საკითხზე საუბარი ქალბატონ ნინო წილოსანთან, იმ შემთხვევაში თუ ეკლესია აიღებს საუთარ თავზე ტყის ფლობას, მაშინ მასაც მოუწევს ტყის კოდექსის დაცვა და იმ წესების შესრულება, რაც ეხება გარემოს დაცვას“, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები