LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

399
მოზარდი

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საიამ, რომელიც სწორედ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობდა. მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, მოზარდის დედას პრეტენზია არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.