LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმკვლელობამდე გოგონამ წერილი დატოვა, სადაც ის შეყვარებულს “მკვლელს” უწოდებდა

4808
Woman Depressed. Series; Shutterstock ID 57396091; PO: The Huffington Post; Job: The Huffington Post; Client: The Huffington Post; Other: The Huffington Post

ბათუმში სუიციდის შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 18 წლის გოგონას მშობლები, შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში გოგონას შეყვარებულს, 19 წლის ბიჭს ადანაშაულებენ და მის დაკავებას ითხოვენ.

მშობლები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე გოგონამ წარწერა დატოვა, სადაც შეყვარებულს „მკვლელს“ უწოდებდა.

მათივე თქმით, სუიციდის შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, ახალგაზრდებს კონფლიქტი მოუვიდათ და ეჭვობენ, რომ სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

გოგონამ თავი მცირეწლოვანი დის წინაშე ჩამოიხრჩო.

გარდაცვლილის ახლობლები ბიჭის სასწრაფო დაკავებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ მიცვალებულს არ დამარხავენ და პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოკითხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები