LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს

178
შსს-1

საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს – გიორგი გახარია

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 259.

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები