პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ მას არც მისი და არც “ქართული ოცნების” არ ეშინია.

“აი, ახლა თვალებში ვუყურებ და მინდა ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, – ამბობს ხაზარაძე.

მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია.

„მას და “ქართულ ოცნებას” ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი. ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს. მე მინდა მას პირდაპირ ვუთხრა: აი, ახლა თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებს იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზე, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული… 

ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი და მე გპირდებით და ამას გავიმეორებ სულ, იმ უამრავ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩვენ გვიერთდება – ამ რეალობას შევცვლით, შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენ თანამოაზრეებთან ერთად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ახალგაზრდებასაც მიმართა და როგორც განაცხადა, მათ უნდა რცხვენოდეთ, რომ „ასეთ რეჟიმს ემსახურებიან“.

ეს განცხადებები ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში, მისი საქმის განხილვის დაწყებამდე გააკეთა.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები