LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვ პირველის მფლობელს ნახევარი მილიონი ლარის გადახდა მოუწევს – ჩადებენ თუ არა გირაოში ტელევიზიის შენობას

130
tsereteli
რამდენიმე წუთის წინ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაო შეუფარდეს.
გამოძიება მას “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 
მანამდე მისმა შვილმა განაცხადა, რომ გირაოს სახით, შესაძლოა, ტვ პირველის შენობა ჩაიდოს.
„პროკურატურას მაგალითად მოჰყავს გირაოს შეფარდებაზე ხადარკოვსკი რუსეთის წინააღმდეგ, ვერ გაცდა ჩვენი სასამართლო და პროკურატურა რუსეთს.

სამწუხაროდ ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. რატომ აღარ არის, ამას ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ყველაზე ცუდი ის რაც ხდება, გირაოს სახით შეიძლება მოხდეს ტვ პირველის შენობის ჩადება, უნდა ვიხსნა მამაჩემი იმიტომ, რომ ჩვენ ბიზნესში აღარ ვართ და ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, მოგვიწევს ტვ პირველის ჩადება“; ამბობს ვატო წერეთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები