LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

89
თუშეთიიიი

თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავებულია. თვითმხილველების თქმით,  ჯიპის მარკის ავტომობილი მაღალი სიმაღლიდან გადავარდა.

თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ

ახმეტის ვიცე-მერის ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში რადიო “ფორტუნას” განუცხადეს, დაშავებულია 40 წლის მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავს.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. გადაკეტილია თუშეთის გზის გარკვეული მონაკვეთი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები