LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში ახალგაზრდა მამაკაცს კვლავ ვერ პოულობენ

124
tushetiavaria

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები დღეს, 06:00 საათიდან განახლდა. ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას მაშველები რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ.

გუშინ  ხევში გადავარდნილი მანქანა სპეციალური ტექნიკით დაშალეს და წყლის კალაპოტიდან ისე ამოიტანეს​.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან 27 ივლისს გადავარდა. ამ დროისთვის მაშველებმა ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა შეძლეს.

სატვირთო მანქანაში, 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი და ხუთი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ამ დროისთვის მაშველებმა ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები