LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

156
2-58f7b0faa0f03

უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე. ჰესის მშენებლობისას შუა ხნის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა, ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

დაცული იყო თუ არა ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები გამოძიება დაადგენს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები