LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

576
3000-2000-2.49839214.jpg.gallery

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1500-მდე ადამიანი.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მაშველებმა ნანგრევებიდან 43 ადამიანი გადაარჩინეს.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საღამოს საათებში ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რომელიც ანკარასთან 550 კილომეტრში მდებარეობს.

24 იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში ბიძგები 25 იანვარს განმეორდა. მიწისძვრა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მისი ეპიცენტრი კვლავ ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები