LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

835
მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში დღეს მომხდარი 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 23 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც დახმარებისთვის სამედიცინოდაწესებულებებს მიმართეს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელმა მეჰმეთ გიულიოღლუმ განაცხადა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ დენიზლიში, შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

პროვინციის ჯანდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები არ არიან. მიწისძვრის შედეგად, ახლომდებარე სოფლებში, რამდენიმე ძველი შენობა დაზიანდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები