ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აანონსებს, რომ საბერძნეთთან ფრენები დაახლოებით, ნოემბერში ან დეკემბერში აღდგება.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან საკმაოდ ნაყოფიერი შეეხვედრა ჰქონდა.

“ჩვენ ამ დღეებში ვმასპინძლობთ უნიკალურ, მაღალი დონის ფორუმს. ჩვენთან იმყოფება 15 ქვეყნის ლიდერი ტურისტული ინდუსტრიის. ანუ, ტურისტული დარგის ხელმძღვანელი. ეს არის 15 ქვეყნის მინისტრები და მოადგილეები, ვინც პირველად პანდემიის პირობებში ფიზიკურად შეიკრიბა და ამისთვის სწორედ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა შეარჩიეს და აქ იმსჯელეს და მიიღეს ე.წ. თბილისის დეკლარაცია გლობალური ტურიზმის მომავალთან დაკავშირებით.

ერთ-ერთ წევრი, ვინც არის ჩამოსული, ეს არის საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მასთან, ძალიან ნაყოფიერი მსჯელობა და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ საკმაოდ სწრაფად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც მიმოსვლა აღდგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ნოემბერი, დეკემბრის საქმეა,“-განაცხადა ნათია თურნავამ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები