LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: ლარი სერიოზულად გამყარდა, ეს პროცესი შეიძლება მომავალში გაგრძელდეს

72
ipiccy-image

ეკონომიკის მინისტრი „პალიტრანიუსის“ ეთერში ლარის კურსზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, არსებითად გადატეხეს.

„ეკონომიკის გაჯანსაღების ირიბი, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი არის ლარის მეტი სტაბილურობა, რამაც ძალიან დადებითი როლი შეასრულა ყველა მიმართულებით. ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, ჩვენ არსებითად გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა. ეს პროცესი შეიძლება მომავალში გაგრძელდეს, გამყარებას არ გამოვრიცხავ. გლობალური პანდემიის ფონზე ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტურიზმი უფრო მეტად გაჯანსაღდება, მეტი უცხოური ვალუტა შემოვა, ამის თქმის საფუძველს იძლევა“, – ამბობს ნათია თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებითვე, ასევე, პანდემიის მიუხედავად, წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი.

„პირველ რვა თვეში 26-27%-ით გვაქვს გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით და წინა წელსაც რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩავარდნილი წელი იყო, 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები