თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines საერთაშორისო ფრენებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. კერძოდ, ავიაკომპანია 2020 წლის წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საერთაშორისო ფრენებზე ფასებს 40%-ით ამცირებს.
როგორც Anadolu Agency იუწყება, ფასდაკლების აქცია შეეხება იმ ბილეთებს, რომლებსაც მომხმარებელი 13-15 იანვრის პერიოდში შეიძენს. აღსანიშნავია, რომ ეს კამპანია არ შეეხება იმ ავიარეისებს, რომლებიც ჩინეთის და კვიპროსის მიმართულებით სრულდება.
Anadolu Agency-ის ცნობითვე, აქციის ფარგლებში, მგზავრები შეძლებენ გამგზავრების თარიღის შეცვლას, საკუთარი სურვილისამებრ, დამატებითი ხარჯების გარეშე.
შეგახსენებთ, მთელი იანვარის თვის განმავლობაში, Turkish Airlines თბილისიდან სტამბოლში კვირაში 3, ორმხრივ რეისს ასრულებს. თბილისიდან რეისები სრულდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას, დილის 04:50-ზე. რეისის ნომერი -TK387; სტამბოლიდან გამოფრენა სამშაბათს, შაბათს და კვირას, 20:45 საათზე. რეისის ნომერი – TK386. ყველა რეისი არის როგორც გამყვანი, ასევე შემომყვანი.