LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines -ისა და Pegasus-ის რეისები საქართველოდან მხოლოდ გამყვანი იქნება

233
1512457405

Turkish Airlines –ისა და Pegasus-ის რეისები მხოლოდ გამყვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანიები მგზავრებს საქართველოში არ ჩამოიყვანენ. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის – „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 29 აგვისტოდან Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ჩარტერული რეისები 26 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შესრულდება.

რაც შეეხება Pegasus Airlines-სს, ავიაკომპანიამ 23 აგვისტოდან  სტამბოლი (საბიჰა)-თბილისი-სტამბოლის (საბიჰა) მიმართულებით ფრენები უკვე განაახლა. ჩარტერული რეისები 27 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს შესრულდება.

შეგახსენებთ, აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანიები მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები