LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსია საქართველოს მოქალაქეებისთვის საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

59
117141807-3034517573312349-3922041212344311380-o

“საქართველოში შექმნილი ეკონომიკის პოსტ-ვირუსული მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალი ბიზნესსუბიექტი ძლიერ დაზიანდა. ეს განსაკუთრებით დაეტყო ტურიზმის ინდუსტრიას. არსებული ვითარებაში გარდატეხის შეტანა შესაძლებელია მკვეთრი ცვლილებებით“, – ამის შესახებ “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში“ აცხადებენ. მათი თქმით, ორგანიზაცია გამოხატავს ალიანსში წარმოდგენილი წევრების პოზიციებს და ბიზნესსაქმიანობების ამოქმედების მიზნით, იზიარებს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის 17 სექტემბერს დაგეგმილ აქციას და მის მთავარ მოთხოვნებს:

✔აღდგეს რეგულარული ფრენები ე.წ. “მწვანე ზონის” ქვეყნებთან;

✔ საქართველოს მოქალაქეებისათვის მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები და მის მაგივრად დაინერგოს PCR ტესტების პრაქტიკა.

„ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის ეს პოზიცია ადეკვატურად იქნება აღქმული სახელმწიფოს მიერ, რაც მოგვცემს საშუალებას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ერთობლივი ძალებით უკეთესობისკენ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა”, – აცხადებენ “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები