LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავი” – საქართველო „ფორბსის“ საუკეთესო შვიდეულშია

286
BeFunky-collage (5)

„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები – ამ შვიდ ქვეყანას პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის პოტენციალი აქვს“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას „ფორბსი“ და პოსტკოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნებს უზიარებს მკითხველებს.

Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში სლოვენიასთან, ტუნისთან,ეთიოპიასთან, მიანმართან ,ფილიპინებთან და ირანთან ერთად საქართველო მოხვდა.

„ხშირად საქართველო ატმის შტატში (ჯორჯიის შტატი) ერევათ, საქართველო კავკასიის რეგიონში იდეალურ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება. მოგზაურობა დედაქალაქით დაიწყეთ. ეს მომხიბლავი ქალაქი უძველესი ეკლესიებისა და ქვაფენილით მოკირწყლული ძველი უბნების სამშობლოა.

​მოგზაურობისას არ გამოტოვოთ საქართველოს ბუნებრივი სილამაზე და პატარა ქალაქები. აუცილებლად გამოიკვლიეთ ქართული ღვინო. საქართველო დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. მდიდარი და პოპულარული ქართული ღვინის ისტორია რვა ათას წელიწადს მოიცავს“, – წერს “Forbes-ის ჟურნალისტი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს პირველი შესაძლებლობაა რეგიონულ ტურისტულ ძალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფო ახლა მსოფლიო-კლასის ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე საქართველოს დედაქალაქმა პირველი ადგილი დაიკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები